Jobless Developer
Tbcbank logo

Posted 11 days ago

Open

სტაჟიორი - ლოიალობის მიმართულების მარკეტინგის ცოდნის ცენტრის გუნდი

TbilisiHybridInternship

AI Summary

სტაჟიორი - ლოიალობის მიმართულების მარკეტინგის ცოდნის ცენტრის გუნდი ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

About this role

სტაჟიორი - ლოიალობის მიმართულების მარკეტინგის ცოდნის ცენტრის გუნდი

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

გუნდის საქმიანობის აღწერა

შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და  ყოველდღიურად, მრავალ საინტერესო და მასშტაბურ აქციას ახორციელებს. ჩვენ გვერთიანებს ერთი მთავარი მიზანი -  მომხმარებლისთვის სასარგებლო, ხელსაყრელი პირობების შეთავაზება და მათი ლოიალობის მოპოვება.

შენ, როგორც სტაჟიორი:

  • ჩაერთვები მარკეტინგულ პროექტებში ხელმძღვანელის სუპერვაიზინგით;
  • მონაწილეობას მიიღებ მასშტაბური კამპანიების (Black Friday, Back to School და ა.შ.) დაგეგმვასა და აღსრულებაში;
  • ჩაერთვები სხვადასხვა მარკეტინგული მასალისა და კომუნიკაციის შექმნაში დიზაინერებთან, კონტენტის გუნდსა და სააგენტოებთან ერთად;
  • იმუშავებ ახალ იდეებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ბიზნესებს  ყოველდღიურობას გაუმარტივებს ;
  • აქტიურად ჩაერთვები თიბისის ლოიალობის პროგრამის განვითარების პროცესში;
  • მონაწილეობას მიიღებ სარეკლამო გადაღებების დაგეგმვასა და კოორდინირებაში.

Qualifications

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ხარ მე-3, მე-4 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
  • ხარ დინამიური და გსურთ ასეთივე გარემოში მუშაობა;
  • ხარ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი; 
  • გამოირჩევი  ძლიერი კომუნიკაციის და მულტითასქინგის უნარით;    
  • თავისუფლად წერ და საუბრობ ინგლისურ და ქართულ ენებზე;
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

Additional Information

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Explore related jobs