სერვის ექსპერტი - ნოტიფიკაციები, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრი
AI Summary
The Service Expert works in TBC Bank's Direct Communications Knowledge Center, planning and managing campaigns across SMS, Push, Email, and Popup channels to ensure effective customer communication and business goal achievement.
About this role
სერვის ექსპერტი - ნოტიფიკაციები, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრი
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის, პირდაპირი კომუნიკაციების მართვის ცოდნის ცენტრში, ნოტიფიკაციების გუნდში, ვეძებთ - სერვის ექსპერტს.
თუ გაინტერესებს მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაციები, მონაცემებთან მუშაობა და გინდა გაიგო, როგორ ეხმარება სწორად დაგეგმილი კამპანია ბიზნესს მიზნების მიღწევაში - ეს როლი შენთვისაა.
შეუერთდები გუნდს, რომელიც ჩართულია TBC ბანკის კამპანიების მართვაში - დაგეგმვასა და მომზადებაში. შენი საქმიანობა გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით იღებენ მომხმარებლები ბანკისგან მნიშვნელოვან ინფორმაციას.
რას გააკეთებ?
- ნოტიფიკაციების გუნდთან ერთად ჩაერთვები კამპანიების დაგეგმვისა და მართვის სრულ პროცესში და იზრუნებ მომხმარებლებთან ეფექტური პირდაპირი კომუნიკაციების განხორციელებაზე.
- იმუშავებ მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა არხთან, როგორებიცაა: SMS, Push, Email და Popup.
- ჩაერთვები კამპანიების შედეგების ანალიზსა და ეფექტურობის შეფასებაში - გუნდთან ერთად მოძებნი გზებს კომუნიკაციების ხარისხის გასაუმჯობესებლად და პროცესების ოპტიმიზაციისთვის.
- იმუშავებ მონაცემთა ბაზებთან: დაგეგმავ და ააწყობ სამიზნე სეგმენტებს, შექმნი საჭირო ლოგიკებს და მოამზადებ ბაზებს კამპანიებისთვის.
- გაიღრმავებ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას ისეთ ინსტრუმენტებში, როგორებიცაა Excel, Power BI და სხვა.
- ითანამშრომლებ სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და უკეთ გაიგებ, როგორ გამოიყენება პირდაპირი კომუნიკაციები ბიზნეს მიზნების მისაღწევად.
Qualifications
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და მონაცემების ანალიზის გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა ( SQL ; PBI ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
Additional Information
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Skills
Explore related jobs
More jobs at Tbcbank
- ინჟინერი - ლოგისტიკის განყოფილებაᲗბილისი, Georgia
- RB ბანკირის ასისტენტი - სამტრედიის ს/ც 1Სამტრედია, Georgia
- ბიზნეს გიდი - თბილისი (სარეზერვო)Თბილისი, Georgia
- სივრცის კონსულტანტი - ს/ც #21 ისთ ფოინტშიᲗბილისი, Georgia
- მოლარე-ოპერატორი / ვალუტო (დღე/ღამის ცვლა)Ქუთაისი, Georgia
- Lawyer-TBC Asset ManagementTbilisi, Georgia
Similar Bank Products jobs
Jobs in tbilisi
- VSource Inspection SupportVe · Tbilisi, Georgia
- Senior Back-End EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
- Junior Back-End EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
- QA Automation EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
- Back-End EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
Browse these categories
Market data for this role
All reports →- SeriesRole reportsOne role family at a time: how many openings, what changed this week, who is hiring, what it pays.
- SeriesSalary reportsWhat employers publish in job postings, by level and workplace. Not self-reported pay.
- Market overviewState of tech hiring, September 2026: up 4.8%Tech hiring rose 4.8% month over month in September 2026, with 411,122 new listings. Customer support and account executive roles led the growth.