
Posted 8 days ago
გაყიდვების კონსულტანტი - გალერია Pandora
AI Summary
Sales consultant at the Pandora concept store in Galleria Tbilisi, serving customers, advising on watches and accessories, merchandising products, and handling checkout and sales.
About this role
საათებისა და აქსესუარების კომპანია TI`ME 2013 წლიდან წამყვან პოზიციას იკავებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი ხარისხი და მრავალფეროვნებაა. იგი მსოფლიოში 40-ზე მეტი ბრენდის წარმომადგენელია. კომპანია მუდმივად ზრუნავს თქვენს კეთილგანწყობაზე.
TI’ME-ის მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდის აქტივობების შესახებ ეწვიეთ LINKEDIN გვერდს - TI'ME Georgia
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე : TI'ME
ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, რომ თითოეულ მომხმარებელს შევუქმნათ სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება. თქვენი დადებითი ენერგია და პოზიტიური დამოკიდებულება ქმნის ამ განსაკუთრებულ გარემოს.
ზოგჯერ დღე შეიძლება იყოს დატვირთული, განსაკუთრებით აქციების პერიოდში და შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ამოცანასთან მოგიწიოთ გამკლავება. სწორედ ასეთ გარემოში ჩანს თქვენი პროფესიონალიზმი და ერთმანეთის მხარდაჭერა.
- თაიმში ჩვენ გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას, ბრენდირებულ საჩუქრებსა და პროდუქციაზე ფასდაკლებას, ასევე ფიტპასის კორპორატიულ ფასს და ყოველთვიურ ბონუსს.
- თქვენ ისარგებლებთ ანაზღაურებადი შვებულებით 2 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე, ასევე დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნების ბონუსით.
- თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისიამოვნოთ კომპანიის კორპორატიული წვეულებებით და Team-Building-ებით.
- თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ყოველწლიურ ნომინაციებში და გახდეთ საუკეთესო თანამშრომელი. გამარჯვების შემთხვევაში დაჯილდოვდებით განსაკუთრებული საჩუქრებით
- თქვენი ლოიალურობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ლოიალობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ყოველწლიურ ანაზღაურების ზრდას 3 წლის განმავლობაში.
თუ თქვენ ხართ პოზიტიური, შეგიძლიათ რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება, გიყვართ მომსახურების პროცესი და მომხმარებელთან ურთიერთობა, ასევე გაქვთ კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე, მაშინ გელოდებით თაიმის გუნდში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურების გაწევა მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურების გაწევა კეთილგანწყობით და მუდმივი მხარდაჭერის მზაობით;
- პროდუქციის სუფთა იერსახის უზრუნველყოფა;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით;
- მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება;
სამუშაო ადგილი:
Pandora კონცეპტუალური მაღაზია (Galleria) ორი ცვლა :
- პირველი ცვლა: 10:00–19:00 სთ
- მეორე ცვლა: 13:00–22:00 სთ
შეგახსენებთ, რომ კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
რეზიუმე/CV-ის გამოგზავნით თქვენ, აცხადებთ რომ კომპანია თაიმის მიერ თქვენი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს თქვენი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების) დამუშავება, მათ შორის, შენახვა (1 წლის ვადით) და მესამე პირთათვის გადაცემა,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით.
თანხმობა ეხება წარმოდგენილ ბიოგრაფიულ მონაცემებს და აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ თქვენს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოითხოვით მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით:
Skills
Explore related jobs
More jobs at TI'ME
Similar Merchandising jobs
- MDeputy General Manager - Protea Hotel Fire & Ice! Cape TownMarriott · Cape Town, South Africa
- HManager, Quality AssuranceHilton · McLean, VA
- MGeneral Manager - Okinawa Marriott Rizzan Resort & SpaMarriott · Okinawa, Japan
- K
Franchise Business CoachKline Franchising · Cornelius, NC - YSr. Associate Analyst, FranchisingYum! · Irvine, CA
- L
Vice President of FranchiseLeap Brands · Philadelphia, Pennsylvania
Jobs in Tbilisi
- T
Team Lead/Service Expert – Payment & FX (MSME Business)Tbcbank · Თბილისი, Georgia - T
სერვის ექსპერტი-ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვაTbcbank · Თბილისი, Georgia - S
License Owner / Operator, TbilisiStranger Soccer · Tbilisi, Tbilisi - D
Marketing & Growth AnalystDelivery Hero · Tbilisi, Tbilisi - T
სივრცის კონსულტანტი - ცენტრალური ფილიალიTbcbank · Თბილისი, Georgia - T
უსაფრთხოების ადმინისტრატორი - ვაზისუბნის ს/ც 1Tbcbank · Თბილისი, Georgia
Browse these categories
Market data for this role
All reports →- SeriesRole reportsOne role family at a time: how many openings, what changed this week, who is hiring, what it pays.
- SeriesSalary reportsWhat employers publish in job postings, by level and workplace. Not self-reported pay.
- Market overviewState of tech hiring, September 2026: up 4.8%Tech hiring rose 4.8% month over month in September 2026, with 411,122 new listings. Customer support and account executive roles led the growth.