
Posted 1 month ago
Social Media Mentor GEO
AI Summary
The Social Media Mentor will deliver project-based learning experiences, mentor students in social media management, and create practical curricula drawing on real-world brand and agency experience.
About this role
ADI-ის შესახებ
ციფრული ინდუსტრიის აკადემია (ADI) დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს. თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას პასუხებდა თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
როლის მოკლე აღწერა
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ეძებს გამოცდილ სოცმედია მენეჯერს, რომელსაც სურს თავისი პრაქტიკული ცოდნა გაუზიაროს სტუდენტებს.
მენტორის მიზანია პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გამოცდილების შექმნა, რაც დაეხმარება სტუდენტებს განივითარონ სტრატეგიული აზროვნება, კრეატიულობა და თავდაჯერებულობა სოციალური მედიის პლატფორმების პროფესიონალურად მართვაში.
ძირითადი მოვალეობები
ცოდნის გაზიარების, მენტორობის და სტუდეტებთან ურთიერთობის სურვილი;
როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ გარემოში ვორქშოპების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს და პროექტის მოდელზე დაფუძნებულ სწავლებას;
სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით - რეალური ქეისების გამოყენებით;
სწავლების პროცესში სტუნდენტების მხარდაჭერა და წახალისება;
ჩართულობის, პოზიტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნა სწავლების პროცესში;
დარგის სიახლეების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში უახლესი მიდგომების გამოყენება.
Requirements
3–5+ წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის ან ციფრული მარკეტინგის მართვის მიმართულებით
ბრენდებთან, სააგენტოებთან ან ფრილანსერად მუშაობის გამოცდილება
სოციალური მედიის პლატფორმების, ტრენდებისა და ალგორითმების ძლიერი ცოდნა
სწავლების მიმართ ინტერესი და სტუდენტების მოტივირების და შთაგონების უნარი;
სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან მუშაობის უნარი;
ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
მენტორობის ან სწავლების გამოცდილება უპირატესობაა (მაგრამ სავალდებულო არაა)
გამართული მეტყველება ქართულ ენაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
რეფერალ პროგრამას;
კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.
Skills
Explore related jobs
More jobs at Academy of Digital Industries
Similar Classroom Facilitation jobs
Jobs in Tbilisi
- VSource Inspection SupportVe · Tbilisi, Georgia
- Senior Back-End EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
- Junior Back-End EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
- QA Automation EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
- Back-End EngineerSnai Rete Italia S.r.l. · Tbilisi, Georgia
- ინჟინერი - ლოგისტიკის განყოფილებაTbcbank · Თბილისი, Georgia
Browse these categories
Market data for this role
All reports →- SeriesRole reportsOne role family at a time: how many openings, what changed this week, who is hiring, what it pays.
- SeriesSalary reportsWhat employers publish in job postings, by level and workplace. Not self-reported pay.
- Market overviewState of tech hiring, September 2026: up 4.8%Tech hiring rose 4.8% month over month in September 2026, with 411,122 new listings. Customer support and account executive roles led the growth.