
Posted 3 months ago
Content Creator Mentor GEO
AI Summary
Content Creator Mentor creating and delivering video/audio content and training, teaching technical production and storytelling skills to students in a structured course.
About this role
ვინ ვართ ჩვენ?
ADI დაფუძნებულია თბილისში 2018 წელს, რაც თავდაპირველად ადგილობრივი ინიციატივა იყო, რომელიც ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას უპასუხებდა — თანამედროვე, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალების ნაკლებობას.
დღეს ADI Georgia ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ციფრული განათლების დაწესებულებაა ქვეყანაში — გამორჩეული პრაქტიკული მიდგომებით, პროფესიონალი მენტორებითა და კარიერაზე ორიენტირებული კურსებით. ჩვენ უკვე ათასობით ადამიანს მივეცით მარკეტინგის, დიზაინის, ვებ დეველოპმენტის, ხელოვნური ინტელექტის თუ სხვა თანამედროვე მიმართულებების სწავლის შესაძლებლობა.
2023 წელს ADI დამეგობრდა კომპანია Tether-თან, რათა ჩვენი მისია გლობალურ მასშტაბებზე გასულიყო და უფრო მეტ ადამიანს ჰქონოდა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული განათლების მიღების პერსპექტივა.
ჩვენი ინდივიდუალური და მრავალმხრივი მიდგომა განათლებისადმი შლის დისციპლინებს შორის არსებულ ბარიერებს და ხელს უწყობს პროგრესული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ჩვენი უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა შედგება პრაქტიკოსი ექსპერტებისგან მსოფლიოს წამყვან ბრენდებში, პროდუქტებსა და ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებით, და მათი ინტენსიური სასწავლო პროგრამებისგან.
როლის მიმოხილვა
ვეძებთ მაღალკვალიფიციურ კონტენტ კრეატორს, ინფლუენსერს, რომელსაც აქვს ძლიერი ტექნიკური ცოდნა ვიდეოპროდუქციის, განათებისა და მონტაჟის მიმართულებით. კანდიდატს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება როგორც პროფესიონალურ ტექნიკასთან, ასევე მობილურზე მორგებულ მონტაჟის ინსტრუმენტებთან მუშაობაში.
ეს როლი იდეალურია იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს მენტორობის სურვილი, მზად არის გაუზიაროს სხვებს რეალური გამოცდილება და მოტივირებულია, შთააგონოს და ჩამოაყალიბოს საქართველოში კონტენტ კრეატორების ახალი თაობა.
ძირითადი მოვალეობები
სტუდენტებისთვის ვიდეოპროდუქციის ტექნიკური ასპექტების სწავლება, მათ შორის კამერის კონფიგურაცია, კადრის შერჩევა და კომპოზიცია;
სტუდიური და ბუნებრივი განათების ტექნიკების სწავლება პროფესიონალური ხარისხის შედეგებისთვის;
შესრულებული ვიდეო/კონტენტ პროექტების პორტფოლიო;
საკუთარი ბლოგის, TikTok/Instagram არხის ან YouTube პლატფორმის მართვის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
მონტაჟის საფუძვლების გაცნობა როგორც ინდუსტრიის სტანდარტული პროგრამებით, ასევე მობილურზე მორგებული აპლიკაციებით;
ადგილზე ვორქშოფების ჩატარება დეტალური სილაბუსის მიხედვით, პრაქტიკულ და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე განსაკუთრებული აქცენტით;
რეალური მაგალითებისა და ქეისების გაზიარება საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან;
კრეატიულობის წახალისება ტექნიკურ სიზუსტეზე აქცენტით;
ჩართული, ინკლუზიური და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა.
Requirements
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ვიდეოგადაღების, განათებისა და მონტაჟის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი პროფესიული გამოცდილება;
პროფესიონალურ ტექნიკასა და მონტაჟის ინსტრუმენტებზე ძლიერი ტექნიკური ცოდნა;
შესრულებული ვიდეო/კონტენტ პროექტების პორტფოლიო;
კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
სწავლებისა და მენტორობის მიმართ ინტერესი და უნარი, სტუდენტების შთაგონებისა და მოტივაციის შესაძლებლობით;
სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ეფექტურად მუშაობის უნარი;
მენტორობის ან ტრენინგის გამოცდილება პლიუსად ჩაითვლება, თუმცა სავალდებულო არ არის;
ქართული ენის მშობლიურ დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ
მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
რეფერალ პროგრამას;
კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.
Skills
Explore related jobs
More jobs at Academy of Digital Industries
Similar Audio Production jobs
- Director, Luxury Audio Product Strategy & PlanningHarman de Mexico, S. de R.L. de C.V. · Northridge - California, USA
- Audio/Visual Production TechnicianASM Global-SMG · Bemidji, Minnesota
- Part Time - Audio/Video Production Assistant - Intercollegiate AthleticsThe Pennsylvania State University · Penn State University Park
Jobs in Tbilisi
- ინჟინერი - ლოგისტიკის განყოფილებაTbcbank · Თბილისი, Georgia
- ბიზნეს გიდი - თბილისი (სარეზერვო)Tbcbank · Თბილისი, Georgia
- სივრცის კონსულტანტი - ს/ც #21 ისთ ფოინტშიTbcbank · Თბილისი, Georgia
- Lawyer-TBC Asset ManagementTbcbank · Tbilisi, Georgia
Middle AccountantTradingview · Tbilisi, Georgia- Senior Corporate IT & Applications EngineerBetsson Group · Tbilisi
Browse these categories
Market data for this role
All reports →- SeriesRole reportsOne role family at a time: how many openings, what changed this week, who is hiring, what it pays.
- SeriesSalary reportsWhat employers publish in job postings, by level and workplace. Not self-reported pay.
- Market overviewState of tech hiring, September 2026: up 4.8%Tech hiring rose 4.8% month over month in September 2026, with 411,122 new listings. Customer support and account executive roles led the growth.