
Posted 4 days ago
სერვის ექსპერტი - საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობა
AI Summary
Manages pricing of retail credit loan products, evaluates individual loan offers and profitability, and analyzes competitive market conditions to support the bank's pricing strategy.
About this role
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
თიბისის, საცალო დაკრედიტების ლიგაში, საცალო დაკრედიტების სესხების მომგებიანობის გუნდში ვეძებთ - სერვის ექსპერტს !
შენი იქნები გუნდის წევრი, რომელიც ჩართულია საცალო სასესხო პროდუქტების ფასდადების პროცესის მართვაში, ინდივიდუალური სასესხო შეთავაზებების შეფასებასა და ბანკის სასესხო პორტფელის მომგებიანობის გაუმჯობესებაში.
გექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან ბიზნესგადაწყვეტილებებში, იმუშაო ფინანსურ და კომერციულ მონაცემებზე და წვლილი შეიტანო ბანკის ფასდადების სტრატეგიის განვითარებაში.
ვის ვეძებთ:
ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების, ფინანსური მონაცემების გააზრებისა და ბიზნესპროცესების შეფასების უნარის მქონე ადამიანს.
- გაინტერესებდეს ფინანსური ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
- შეგეძლოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, დამუშავება, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა;
- გქონდეს პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზების უნარი;
- შეგეძლოს სხვადასხვა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- დაინტერესებული იყო სასესხო პროდუქტების, მათი ფასდადებითა და მომგებიანობით.
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
- საცალო სასესხო პროდუქტებზე ინდივიდუალური ფასდადების მოთხოვნების განხილვა და შეფასება;
- სასესხო შეთავაზებების ფინანსური მომგებიანობის ანალიზი;
- ფასდადების გადაწყვეტილებების მომზადება ბანკის მომგებიანობისა და კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით;
- ფასდადების გამონაკლისებისა და დელეგირების პროცესის მართვაში მონაწილეობა;
- ფასდადების ლიმიტების (Envelopes) გამოყენებისა და ეფექტიანობის მონიტორინგი;
- კონკურენტული გარემოსა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების ანალიზი;
- ანალიტიკური ანგარიშებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- ფასდადების პროცესებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- დაკრედიტების მიმართულებით საბანკო/საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- ბაზებთან მუშაობის ცოდნა ;
- Excel-ში მუშაობის კარგი ცოდნა;
- ფინანსური და მათემატიკური ანალიზის უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- სასესხო პროდუქტების ფასდადებისა და მომგებიანობის ანალიზის გამოცდილება;
- SQL-ის ან Power BI-ის ცოდნა.
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:
- ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
- ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
- ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
- ანონიმური წერილი
- ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება
დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Skills
Explore related jobs
More jobs at Tbcbank
- T
საკრედიტო ადმინისტრატორი - ოზურგეთის ს/ც #1Ოზურგეთი, Georgia - T
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ქუთაისის ფილიალიᲥუთაისი, Georgia - T
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხულოს ს/ც 1Ხულო, Georgia - T
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1Ხელვაჩაური, Georgia - T
მოლარე-ოპერატორი - ბათუმიᲑათუმი, Georgia - T
Finance AI Solutions LeadᲗბილისი, Georgia
Similar Database Management jobs
- CDatabase ManagerCO AFRINVSAR Apex Fundrock Investment Company · Johannesburg, Sasol Place
- T
Database ManagerTurning Stone Resort Casino · Verona, NY - IDatabase ManagerInterclypse · Annapolis Junction, Maryland
- T
Database ManagerThe One 23 Group · Arlington, Virginia - V
Database ManagervTech Solution · Baltimore, MD - SDatabase ManagerSIT Stevens Institute of Technology · Hoboken, NJ - Main Campus
Jobs in tbilisi
- T
Talent Management LeadTbcbank · Tbilisi, Georgia - S
License Owner & Operator, TbilisiStranger Soccer · Tbilisi, Tbilisi - A
Sales Mentor GEOAcademy of Digital Industries · Tbilisi, Tbilisi - CCustomer Support Team Leader - Kazakh LanguageConcentrix Daksh Services India Private Limited · GEO Tbilisi - Vake Plaza 7th & 8th Flrs, 72a Ilia Chavchavadze Avenue
- CCustomer Support Team Leader - Azerbaijani LanguageConcentrix Daksh Services India Private Limited · GEO Tbilisi - Vake Plaza 7th & 8th Flrs, 72a Ilia Chavchavadze Avenue
Browse these categories
Market data for this role
All reports →- SeriesRole reportsOne role family at a time: how many openings, what changed this week, who is hiring, what it pays.
- SeriesSalary reportsWhat employers publish in job postings, by level and workplace. Not self-reported pay.
- Market overviewState of tech hiring, September 2026: up 4.8%Tech hiring rose 4.8% month over month in September 2026, with 411,122 new listings. Customer support and account executive roles led the growth.